სამართალი
მოწმემ დაადასტურა, რომ “იბერია ტვ”-ს ლიცენზიის დათმობის გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილმა მიიღო - ირაკლი ნადარეიშვილი
მოწმემ დაადასტურა, რომ ტელეკომპანია ,,იბერიას“ ლიცენზიის დათმობის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, სწორედ ადეიშვილის მიერ და გაჟღერებული იქნა გიორგი ლაცაბიძის მიერ, - განაცხადა ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმემ, ბაკურ ჩიქოვანმა თავისი ჩვენებით დაადასტურა გიორგი ლაცაბიძისა და ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობა.
,,კიდევ ერთხელ დაადასტურა მოწმემ ის ფაქტი, რომ სწორედ გიორგი ლაცაბიძის მიერ საკუთარ კაბინეტში მოხდა ტელეკომპანია ,,იბერიას“ ლიცენზიის მოთხოვნის ულტიმატუმის გაჟღერება და სწორედ მისი დავალებით მოხდა აღნიშნული ლიცენზიის დათმობა. მისივე დავალებით მოხდა ტელეკომპანია ,,იბერიას“ წარმომადგენლების წაყვანა შემდგომ უკვე დიმიტრი ქიტოშვილთან, მარეგულირებენ კომისიაში, სადაც უკვე მოხდა დანარჩენი პროცედურების გავლა და შეთანხმება. მოწმემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო ულტიმატუმი და არშესრულების შემთხვევაში, დანარჩენ ,,ომეგა ჯფუფს“ შეექმნებოდა სერიოზული პრობლემები. ასევე, მოწმემ ცალსახად და მკაფიოდ აღნიშნა ის გარემოებაც, რომ ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო ადეიშვილიც და სწორედ ადეიშვილის დავალებით და ადეიშვილთან შეთანხმებით ხდებოდა შემდეგი რესტრუქტურიზაცია და “ომეგა ჯგუფის” საქმის შემდგომი გამოძიების ბედიც. ტელეკომპანიის ლიცენზიის დათმობის გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა, სწორედ ადეიშვილის მიერ და გაჟღერებული იქნა გიორგი ლაცაბიძის მიერ“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


