სამართალი
მოსმენების კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობამ თვითიზოლაციის გზა აირჩია - გიორგი აბაშიშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციამ საპარლამენტო უმრავლესობას ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
როგორც აბაშიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ თვითიზოლაციის გზა აირჩია.
„ჩვენი მხრიდან, საპარლამენტო უმრავლესობისთვის შეთავაზებულ კონსულტაციებზე მივიღეთ უარი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობამ აირჩია თვითიზოლაციის გზა, რაც არ არის კარგი არც ქვეყნისათვის და არც თავად ამ პოლიტიკური ძალისათვის.
მინდა ყველას შევახსენო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე.
ახალი პარლამენტის არჩევის დროს, ჩვენ ვამბობდით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო შესაძლებლობაც და საფრთხეც. შესაძლებლობა რეფორმებისათვის და საფრთხე ჩაკეტილობისა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისთვის.
მოვუწოდებთ უმრავლესობას, გაითვალისწინონ ის სირთულეები, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ პროცესს და მხოლოდ ძალიან ღია და გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“,-განაცხადა აბაშიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


