სამართალი
მოსკოვში კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ქართველი დააკავეს
მოსკოვში უკრაინული მხარის მოთხოვნით კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ქართველი ირაკლი ღვინჯილია დააკავეს.
როგორც ინტერფაქსი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე, ირინა ვოლკზე დაყრდობით იუწყება, ქართველი ჩემპიონი ქურდობის ბრალდებითა დაკავებული.
ვოლკის თქმით, უკრაინის სასამართლომ ირაკლი ღვინჯილიას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღვინჯილიამ 2012 წელს, როდესაც უკრაინაში სპორტულ-სავარჯიშო ბაზაზე იმყოფებოდა, ბენზინგასამართი სადგურის კაფეში ერთ-ერთ სტუმარს ფული მოპარა.
მოგვიანებით, მისი ავტომობილის დათვალიერებისას, საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა მოპარული თანხა ამოიღეს. უწყების ცნობით, ირაკლი ღვინჯილია მიიმალა და 2012 წლიდან საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს მისი დაკავებისა და უკრაინაში ექსტრადირების მიზნით.
,,ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ის, მოსკოვში დააკავეს’’, - აღნიშნა რუსეთის შსს-ს წარმომადგენელმა.
ნინო ექვთიმიშვილი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


