პოლიტიკა
მოსკოვი ბოლო არჩევნების შედეგების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, მას ქართულ სისტემაში მოკავშირეები ჰყავს - მეთიუ ბრაიზა
ენერგოწყაროების გამოყენებით რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ამჟამად აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა, მეთიუ ბრაიზამ, ,,ამერიკის ხმის’’ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში იმ კითხვისა საპასუხოდ, რომელიც რუსეთის ელჩის მკვლელობის შემდეგ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე გავლენას ეხებოდა.
,,საქართველოზე პირდაპირ გავლენას არ ველოდები. მე ენერგოწყაროების საკითხზე უფრო ვღელავ, რისი გამოყენებითაც რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს. თურქეთის დინების ნავთობსადენის მიზანია რუსული გაზის ევროპის კავშირში ჩატანა და აზერბაიჯანში ენერგოსფეროში ინვესტიციების შემცირება. ჩემი აზრით, ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს და აზერბაიჯანის რუსეთის უფრო მეტი გავლენის ქვეშ მოქცევას გულისხმობს’’, - განაცხადა ბრაიზამ.
მისივე თქმით, მოსკოვი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, რადგან მას საქართველოში მოკავშირეები ჰყავს.
,,არსებობს რისკები, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ევროპის კავშირთან მათი კავშირების დაკარგვა დაიწყონ. იმედი მაქვს ეს არ მოხდება. საქართველო თვითონ ირჩევს თავის მომავალს. მოსკოვი ბოლო არჩევნების შედეგების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, მას ქართულ სისტემაში მოკავშირეები ჰყავს. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი დარჩება თავისი მისწრაფებების ერთგული და გააგრძელებს ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებასთან დაახლოებას. ამის მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ყოველთვის ექნება მცდელობები ეს ეროვნული კონსენსუსი შეარყიოს’’, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


