უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აგვისტო, 2025 12:01
font-size

მოსამართლევ, მოგიწოდებთ, გაბედეთ, შეისმინეთ საკუთარი სინდისის ხმა და ამჯერად მაინც ისე აღასრულეთ ფეხქვეშ გათელილი მართლმსაჯულება - არმაზ ახვლედიანი

მოღალატე ივანიშვილ-კობახიძევ, მზია, თქვენი განაჩენის მიუხედავად, საქართველოს უკვდავების, მისი დიდების, თავისუფლების, ნორმალურობისა და ევროპულობის სიმბოლოა, ხატია, დასტურია, გამართლებაა! - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

„შუამთობას, ზემოაჭარლებს, როგორც ყოველთვის, ფორმალურად, მლიქვნელურად, ანგარებით, უგულოდ ეწვია ივანიშვილის პრემიერი. ამ დროს ის ზემო აჭარის სინდისს, მართლაც ღირსეულ მთიელ ქალს, მზია ამაღლობელს, უსაშველოდ უსამართლოდ დატყვევებულს, წლობით საპყრობილეს უმზადებს.

ილიაობას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მომავალ წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საზეიმოდ აღნიშვნასა და ერისა თუ ბერის გაერთიანებულ ძალისხმევაზე იქადაგა. ამ დროს ილია წინასწარმეტყველის მიერ ნუგეშცემული ერთადერთი გაჭირვებული ქალის გასაოცარი ამბავი, ისევე როგორც ილია მართლის (ჭავჭავაძის) მიერ გულში ჩახუტებული აჭარა, ნალოლიავები სამართლიანობა და უკომპრომისოდ მართალი სიტყვის არსი დაივიწყა - მოსაყდრეს არც კი გახსენებია უკანონო პატიმარი ქალი!

წითელი ინტელიგენციის შთამომავლები, ილიას მემკვიდრეობის ცოდნით რომ იწონებდნენ თავს, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდნენ, სიტყვა დაეძრათ თანამედროვე ოთარაანთ ქვრივზე, რუსთაველის პოემის ახალ გმირზე, გალაქტიონი რომ ფეხზე წამოუდგებოდა და ლექსად აქცევდა, ნიკალა რომ დახატავდა, ზაქარია ფალიაშვილი რომ ჰიმნს შეასხამდა, იმ მზე მზია ქალზე!

მედროვეობამ, უგუნურობამ, უსამართლობამ, გაუნათლებლობამ, უსიყვარულობამ და უღმერთობამ წალეკა ქვეყანა!

თქვენ დაგივიწყებთ ისტორია!

მზიას და მისნაირებს, თქვენ მიერ დაწუნებულებს, კი განადიდებს, აღამაღლებს, ქართველთა სათაყვანო გმირებად აქცევს!

მოსამართლევ, მოგიწოდებთ, გაბედეთ, შეისმინეთ საკუთარი სინდისის ხმა და ამჯერად მაინც ისე აღასრულეთ ფეხქვეშ გათელილი მართლმსაჯულება!

მოღალატე ივანიშვილ-კობახიძევ, მზია, თქვენი განაჩენის მიუხედავად, საქართველოს უკვდავების, მისი დიდების, თავისუფლების, ნორმალურობისა და ევროპულობის სიმბოლოა, ხატია, დასტურია, გამართლებაა!“ - წერს ახვლედიანი.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი