პოლიტიკა
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე 233 პირიდან ზღვარი 73-მა მონაწილემ გადალახა - გიორგი მიქაუტაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე სულ 233 პირი იყო რეგისტირებული, მათგან 75-ქულიანი ზღვარი 73-მა მონაწილემ გადალახა.
მიქაუტაძის მტკიცებით, ეს ნორმალური მაჩვენებელია.
„გამოცხადდა 233 მონაწილე, მათგან ზღვარი გადალახა 73-მა პირმა, საიდანაც 1 არის საერთო სპეციალიზაციით, 21 - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით, ხოლო 51 - სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ეს არის საერთო გამომსვლელების დაახლოებით 30%, რაც ვფიქრობ, რომ ნორმალური მაჩვენებელია. მოსამართლეთა საკვალფიკაციო გამოცდას ყოველწლიურად ჩავატარებთ. ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებაა და ჩვენ გავაკეთებთ იმის ორგანიზებას, რომ მინიმუმ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს ეს გამოცდა“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
კითხვაზე, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ბოლოს 2015 წელს ჩატარდა, რატომ ვერ ხდებოდა გამოცდის ორგანიზება ყოველწლიურად, საბჭოს მდივანმა უპასუხა: გამოცდისთვის პროცედურები განახლდა, რაც თავისთავად დროს მოითხოვდა.
„ახალი საბჭოს შეკრებისთანავე, ჩვენ, დავიწყეთ მუშაობა საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხებზე. კომისიის დაკომპლექტების წესი, ასევე გამოცდების ჩატარების წესი შეიცვალა, კომისის ყველა წევრმა გაიარა სპეციალური სწავლება თანამედროვე მეთოდიკაში, როგორ უნდა შეადგინოს ტესტები და კითხვები, ეს რა თქმა უნდა, მოითხოვდა დროსა და რესურსს“,- განაცხადა მიქაუტაძემ.
გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო პირს შეუძლია, პრეტენზიით მიმართოს საკვალიფიკაციო ჯგუფს, თუმცა საამისოდ მას 70 ქულა უნდა ჰქონდეს აღებული.
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდა. მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა მიმდინარე წლის 28 ივლისს ჩატარდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


