სამართალი
მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდით, ასევე საქმეთა ადმინისტრირების სწორი მეთოდების შექმნით, ნელ-ნელა დავძლევთ საქმეთა ჭარბ ნაკადს - ნინო გვენატაძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, მიუხედავად არაერთი მიღწევისა, სასამართლო სისტემაში კვლავ გამოწვევაა, საქმეთა გაჭიანურება, ადმინისტრირების პრინციპების გაუმჯობესება და იუსტიციის სკოლის რეფორმირება.
“წლიური ანგარიში, რომელიც მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველ წელს მოიცავს, არის საკმაოდ მოცულობითი. ოთხი ძირითადი მიმართულება არის რაც დღენიადაგ, ყველა სარეფორმო ეტაპზე, მართლმსაჯულების ზრუნვის საგანია. ასევე ამ ზრუნვას შემოუერთდა იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც უკავშირდება იუსტიციის საბჭოს სამოქმედო წესების გაუმჯობესებას.
„გამოწვევები ბევრია, სასამართლოში გვაქვს ბევრი სამუშაო და ვფიქრობ, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდით, ასევე საქმეთა ადმინისტრირების სწორი მეთოდების შექმნით, ნელ-ნელა დავძლევთ საქმეთა ჭარბ ნაკადს”, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
მისივე თქმით, გამოწვევებს შორის არის მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაც.
“რასაკვირველია, დამოუკიდებლობა ეს არის პირველი ნაწილი და უმთავრესი- დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ეფექტიანობა,“ - აცხადებს გვენეტაძე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


