სამართალი
მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა 2025 წლამდე იმოქმედებს, შემდეგ კი, სრულად უვადოდ გამწესების წესი ამოქმედდება - ირაკლი კობახიძე
მოსამართლეთა გამოსაცდელი - ე.წ. პრობაციის ვადა 2025 წლამდე იმოქმედებს. 2025 წლის შემდეგ, სრულად უვადოდ გამწესების წესი ამოქმედდება.
შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიაწოდა.
კობახიძის თქმით, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს და საკითხი აღნიშნული ფორმით კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში პარლამენტის გამორიცხვას ეხება, კობახიძემ განაცხადა, რომ არცერთი სუბიექტი ამას არ მიესალმება.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტის როლი გამოკვეთილ უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


