სამართალი
მოსამართლემ ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცებაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა
ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის, გიორგი დეკანოიძის გატაცებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კალისტრატე ერქვაიას, მამუკა მარგველაშვილს, გოჩა ჩეჩელაშვილს, თემურ კენჭაძეს, მამუკა ესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის არგუმენტები არ გაიზიარა.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. გავრცელებული ცნობით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


