პოლიტიკა
მოსამართლეების შერჩევის წესები და კრიტერიუმები გამჭვირვალე და სანდო უნდა იყოს - კარლ ჰარცელი
მოსამართლეების შერჩევის წესები და კრიტერიუმები ნათელი, გამჭვირვალე და სანდო უნდა იყოს , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.
„ჩვენ სხვა საელჩოებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს სასამართლო რეფორმას. მიგვაჩნია, რომ წესები და კრიტერიუმები, რომელიც უნდა შემუშავდეს, ნათელი, გამჭვირვალე და სანდო უნდა იყოს. ეს აუცილებელია ქართული მართლმსაჯულებისთვის. აუცილებელია, რათა მართლმსაჯულების მიმართ იყოს ნდობა, არამარტო საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, არამედ ინვესტორების თვალშიც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
რაც შეეხება ეკა ბესელიასა და კიდევ რვა დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას, ელჩი მისი შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისთვის სრულიად გასაგებია, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი.
„ჩემთვის გასაგებია, რატომ გამოვიდა დეპუტატი ეკა ბესელია ინიციატივით. თუმცა მე არა ვარ ის ადამიანი, რომელმაც ეს უნდა შეაფასოს. ჩემი მხრივ გასაგებია, მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა გახდეს უფრო სანდო. მთელი ეს მცდელობა ამით არის განპირობებული“, – ამბობს კარლ ჰარცელი.
საქართველოს პარლამენტის ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადეს. ცვლილებების გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


