სამართალი
მოსამართლეების არჩევის ვადის გადადება ევროპის ასამბლეაში არჩევნების საშემოდგომო სესიაზე გადატანას უკავშირდება - იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევად წარსადგენი მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა.
პროცესი გუშინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა უწყების გადაწყვეტილებით, განაცხადები 13 აპრილამდე მიიღება.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პროცესის გადავადება უკავშირდება იმას, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ მოსამართლეთა არჩევნები საშემოდგომო სესიაზე ჩანიშნა (ზაფხულის სესიის ნაცვლად).
„შესაბამისად გაჩნდა მეტი დროდ კანდიდატების მოსაზიდად, მოსასმენად და სიის შესადგენად“,-განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.
საქართველოს მხრიდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აირჩევს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


