სამართალი
მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 13 პირი პატიმრობაში დატოვა
სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 13 პირი - კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი პატიმრობაში დატოვა.
ამით მოსამართლე თამარ მახარობლიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორმა როინ ხინთუბიძემ ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე მიუთითა.
ხინთიბიძე სხდომაზე ასევე ამტკიცებდა, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე, ბრალდებულებმა პოლიციელთა მიმართულებით ძალადობა განახორციელეს, მათ შორის სცადეს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება
პროკურატურის ბრალდებას არ იზიარებდა დაცვის მხარე. მათი მტკიცებით, აქციაზე ბრალდებულების მიზანი არ ყოფილა სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება ან ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. მათი თქმით, ბრალდებულები აქციაზე საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე გავიდნენ.
„ეს ადამიანები უკანონო პატიმრები არიან მათივე დაკავების დღიდან და დღესაც ასეა. ეს ადამიანები არალეგიტიმური, კოლაბორანტი ხელისუფლების მიმართ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას. მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს. არცერთი ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


