სამართალი
მოსამართლე შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა
შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა.
მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა.
მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარემ მიმართა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რომელიც მას სახელმწიფოს ხარჯზე იცავს, სასამართლოს ის არგუმენტაცია გააცნო, რის საფუძველზეც აღნიშნულ საქმეზე მის გამართლებას ითხოვს.
როგორც სოფიო გოგლიჩიძის დასკვნით სიტყვაში იყო აღნიშნული, საქმეში არ დევს არავითარი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სააკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებდა.
თავის მხრივ, ადვოკატის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სასამართლოზე განცხადება გააკეთა პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმაც.
მან მოსამართლეს მიმართა და მოუწოდა, რომ განაჩენის გამოტანისას შეეფასებინა ყველა მტკიცებულება.
„სასამართლოს მივმართავთ განცხადებით, რომ ყველა მტკიცებულება განიხილოს და როდესაც სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად, აღნიშნული მტკიცებულებები განხილული იყოს ერთიან ჯაჭვად როგორც ირიბი, ისე დოკუმენტური, ისე პირდაპირი ჩვენებები და მხოლოდ მას შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


