სამართალი
მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახმა ნაკვეთის ზვიად ჩოხელზე გადაფორმების პროცესი დაიწყო - ირაკლი აბესაძე
”ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახმა ნაკვეთის გადაფორმების პროცედურა ოფიციალურად დაიწყო. ირაკლი აბესაძის განცხადებით, იგეგმება სანდრო ეულის 5 ნომერში მდებარე ნაკვეთის ზვიად ჩოხელზე გადაფორმება.
როგორც აბესაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო უპრეცედენტო კორუფციულ ფაქტზე რეაგირება, განხორციელდა ტრანზაქცია, „რომელიც შექმნის სამართლებრივ პრობლემებს, რათა ვერ მოხერხდეს აღნიშნული კორუფციული გარიგების აღმოფხვრა“.
მისი თქმით, პროცესი ნაზღაიძეებმა დაიწყეს საგამოძიებო უწყების რჩევით, რადგან მისივე განცხადებით მოხდეს სავარაუდო კორუფციული გარიგების გადაფარვა.
,,ბატონი ნაზღაიძე ცდილობს მიწის ნაკვეთი გადააფორმოს ბატონ ჩოხელზე და ამით შემდგომში შექმნას სამართლებრივი პრობლემები იმისათვის, რომ ეს კორუფციული სამართალდარღვევა იქნას აღმოფხვრილი. ქონების გადაფორმების ერთადერთი მიზანი არის, რომ შემდგომში შეიქმნას სამართლებრივი პრობლემები, ამ კორუფციული სამართალდარღვევის აღმოფხვრის გზაზე. სხვა შემთხვევაში არანაირი სამართლებრივი ვალდებულება ჯერ კიდევ ნაზღაიძისთვის მილიონიანი კომპენსაციის გადახდის და ამ ნაკვეთის ჩოხელზე გადაფორმების, არ არსებობდა. ხელშეკრულება გაფორმებულია 10 თებერვალს საჯარო რეესტრში. დღეს დილითაც კი არ იყო დასრულება წარმოება ნაკვეთის გადაფორმების შესახებ. ამიტომ, პროკურატურამ დროულად უნდა შეაჩეროს აღნიშნული ტრანზაქცია და გამოძიების დასრულებამდე არ უნდა მისცეს საშუალება ნაკვეთის გასხვისების.
ხელშეკრულების შესაბამისად, ნათქვამია, რომ თავის დროზე ნაკვეთი ეკუთვნოდა ჩოხელს, შემდგომ ნაზღაიძისთვის ვალის გადაუხდელობის გამო ნაკვეთი გახდა ნაზღაიძის საკუთრება და ახლა თითქოს ნაზღაიძე უკან უფორმებს ნაკვეთს ჩოხელს. ეს აბსოლუტურად არასაინტერესო სამართლებრივი დეტალებია. მთავარია, რომ თუკი პროკურატურა იმოქმედებდა პრინციპულად, გამოძიების დასრულებამდე, მას არ უნდა მიეცეს ნაკვეთის გასხვისების შესაძლებლობა’’, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


