სამართალი
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
როგორც პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, არსებობს რისკები, რომ მელია მტკიცებულებებს გაანადგურებსს, ან მიიმალება ან ახალ დანაშაულს ჩაიდენს, აქედან გამომდინარე, მისი კვლავ პატიმრობაში დატოვება მოითხოვეს.
დაცვის მხარის განცხადებით კი, რისკები, რომლებიც ბრალდების მხარემ ჩამოთვალა, გათვალისწინებული არ უნდა ყოფილიყო და ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მომხდარიყო, თუმცა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის არგუმენტები სრულად გაიზიარა და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


