უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 ივლისი, 2017 15:15
font-size

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა.

საუბარია თბილისის საკრებულოს ოპოზიციის საჩივარზე იმ დადგენილების გაბათილების შესახებ, რომლითაც საკრებულომ ზვიად ნაზღაიძეს მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება და ფულადი თანხა გადასცა.

მხარეები უკვე საქმის არსებითი განხილვისთვის ემზადებოდნენ, თუმცა დღევანდელ პროცესზე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოწინააღმდეგე მხარემ საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობას საფუძვლად საკრებულოს დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლა დასახელდა.

აღნიშნული მოსამართლემ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა.

საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლის, სევდია უგრეხელიძის განმარტებით, მათ არანაირი ვადა არ დაურღვევიათ, ვინაიდან საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა თავდაპირველად საკრებულოშივე უნდა მოეთხოვათ და საკრებულოში შესაბამისი პროცედურების ამოწურვის შემდეგ უნდა მიემართათ სასამართლოსთვის და სწორედ ასე მოიქცნენ.

„საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დადგა იმ მოტივით, რომ ჩვენ გასაჩივრების ვადა გავუშვით და არ გაგვაჩნია იურიდიული ინტერესი.

არ ჩაგვბარებია ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება, მაგრამ ნამდვილად გასაკვირია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ქართულმა სასამართლომ არ მოისურვა დეტალებში შესვლა, რათა განეხილა თუ როგორ ნიავდება თბილისის ქონება. რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ მე პირადად მაქვს განცდა, რომ საქმე გვაქვს ზეგავლენასთან, რადგან აქამდე ამ საქმის განხილვა ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი