უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ნოემბერი, 2016 12:50
font-size

მოსამართლე გუჯაბიძემ შესაძლოა ჩხარტიშვილის საქმის განმხილველი კოლეგია შეცვალოს

სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და თიბისი ბანკ- ,,აგრიკომს” შორის მიმდინარე დავის მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ შესაძლოა საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობა შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ,,ვერსია” აქვეყნებს. სტატიაში ,,რატომ ითხოვს ვანო ჩხარტიშვილი სხვის კუთვნილ ქონებას?” მოთხრობილია დავის ისტორია და ის დარღვევები, რაც ამ საქმის განხილვას ახლავს თან.

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თიბისი ბანკსა და შპს `აგრიკომს~ უჩივის და ფოთის `წისქვილქარხნის~ იმ აქტივების დაბრუნებას ითხოვს, რაც თიბისი ბანკმა 2010 წელს აუქციონის წესით, კანონიერად გაასხვისა. ქონების გასხვისების მიზეზი ჩხარტიშვილის მიერ სასესხო დავალიანების გადაუხდელობა იყო. Bბიზნესმენი ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში აუქციონის შედეგის ბათილად ცნობასა და `წისქვილქარხნის~ დაბრუნებას ითხოვდა, რაც მას საქალაქო სასამართლომ დაუკმაყოფილა. თიბისი ბანკმა და შპს ,,აგრიკომმა” საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს. სააპელაციოში საქმის განხილვა ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან შპს `აგრიკომის~ ახალ ადვოკატს ირაკლი ჟორჟოლიანს მოსამართლე გუჯაბიძემ, 11-ტომიანი საქმის მასალების გასაცნობად მხოლოდ სამდღიანი ვადა მისცა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ვანო ჩხარტიშვილი იმ ქონებას ითხოვს, რომლელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო სასამართლოს ვერდიქტით მას არასდროს ეკუთვნოდა. ინგლისელმა მოსამართლემ პიტერ სმიტმა, რომელმაც საქმე ქართული კანონმდებლობით განიხილა, 2015 წელს დაადგინა, რომ ფოთის წისქვილკომბინატი პატარკაციშვილის ქონება იყო და მისმა ბიზნესპარტნიორმა ჩხარტიშვილმა მეგობრის გარდაცვალების შემდეგ სხვა ქონებებთან ერთად მიითვისა.

სტატიას თან ახლავს ფოტომასალა - რას წარმოადგენდა წისქვილკომბინატი 2010 წელს ანუ მაშინ, როცა იგი თიბისიმ აუქციონის წესით გაასხვისა და რას წარმოადგენს ქარხანა დღეს. Mმრავალმინიონიანი ინვესტიციით, ახალი ნაგებობებით, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი წისქვილკომბინატი ,,აგრიკომმა” მომგებიან საწარმოდ აქცია.
NS

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი