პოლიტიკა
მოსამართლე გადაწყვეტს, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირს შეეზღუდება თუ არა მართვის მოწმობა ან შრომითი უფლებები - საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.
ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა აკაკი ზოიძემ დეპუტატებს შესაბამისი კანონპროექტი გააცნო.
ცვლილებით, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს, მას შემდეგ, რაც მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოაცხადებს, ავტომატურად აღარ შეეზღუდება მართვის მოწმობა და შრომითი უფლებები, ეს საკითხი მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.
„არსებობს დღეს ნარკოდანაშაულის შესახებ კანონი, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის დროს არის მიღებული და რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის, მიუხედავად იმისა, რა ტიპის დანაშაულია, ავტომატურად ითვალისწინებს შეზღუდვას, რაც არის მართვის მოწმობა, საჯარო სამსახურებში დასაქმება, იარაღის ტარება და ა.შ. კონსულტაციების შედეგად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გადაწყდა, რომ კი არ გავაუქმებთ ამ კანონს არამედ ჩავწერთ, რომ ეს არის მოსამართლის დისკრეცია. ნაცვლად ავტომატური შეზღუდვისა, მოსამართლე გადაწყვეტს, სამოქალაქო უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს თუ არა“, – განმარტა ზოიძემ.
პრინციპების დონეზე დეპუტატების უმრავლესობა მხარს უჭერს, თუმცა ნაწილს იურიდიულ საკითხებზე გარკვეული კითხვები აქვთ. მათ შორის იმაზე, ექნება თუ არა ამ პროექტს უკუქმედების ძალა და გავრცელდება თუ არა ეს ნორმა იმ პირებზეც, რომელთაც უკვე შეეზღუდათ უფლებები. ასევე შეუძლია თუ არა მოსამართლეს საერთოდ აღარ გამოიყენოს ეს სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა. ამ საკითხების დაზუსტება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


