პოლიტიკა
მოქმედ კონსტიტუციას ვერ მივიღებთ, თუკი სულისკვეთება არ შეიცვლება - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საკონსტიტუციო პროექტზე გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, აუცილებელია, შეიცვალოს მმართველი გუნდის მიდგომა, რათა მხარეებმა საბოლოო დოკუმენტზე შეთანხმდნენ.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების იდეას მიესალმება.
„როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, ამ კომისიის სულისკვეთებიდან გამომდინარე, მთელ საზოგადოებას მოვახსენე, ამ კომისიის მუშაობას რა შედეგები ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიაში ჩართვის ენთუზიაზმი ძალიან მაღალი იყო, სამწუხაროდ, ბოლომდე გამართლდა ის, რაც საზოგადოებას ვუთხარი. ასეთი სულისკვეთებით შექმნილი კომისია მუშაობას ისე დაასრულებდა, როგორც დაასრულა - ნულოვანი კონსენსუსითა და ჩაკეტილი პროცესით.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის სახით მაგიდაზე ნულოვანი კონსენსუსი გვედო, რომელსაც ხელს ერთი პარტია აწერდა და ისიც შიგნით შეუთანხმებლად, პარლამენტმა ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად, რეკორდული სისწრაფით პროექტი ორი მოსმენით მიიღო, რითაც პოლიტიკური პროცესი სრულ ჩიხში შეიყვანა.
ვინაიდან, დღეს იმის გააზრება გაჩნდა, რომ კონსტიტუცია მისაღებია არა ხელის გადაგრეხვითა და პულტების მეშვეობით, არამედ ეს კონსენსუსზე უნდა იყოს დამყარებული, ამ კონსულტაციებს მივესალმები, თუმცა თუ სულისკვეთება არ შეიცვლება და სულიკვეთება იქნება, რომ ჩვენ პულტები გვაქვს და ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ, მოქმედ კონსტიტუციას ვერ მივიღებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი კონსტიტუციასთან დაკავშირებით ერთმანეთს წინა კვირას შეხვდნენ. ოპოზიცია უმრავლესობას მოუწოდებს, პროპორციული სისტემა 2020 წელს ამოქმედდეს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას საკუთარი მოთხოვნების წერილობითი ფორმით წარდგენა მოსთხოვა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


