საზოგადოება
მოქალაქეებს, ვისი მონაცემები vali.ge-ზე ატვირთულია, ვალები უკვე ჩამოეწერათ - ნიკოლოზ ჩხეტიანი
ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ვებგვერდ vali.ge-ზე განთავსებული მონაცემების შესახებ განმარტებას აკეთებს.
მისი ინფორმაციით, მოქალაქეებს, ვისი მონაცემები საიტზე ატვირთულია, ვალები უკვე ჩამოეწერათ.
„თუ ადამიანი შევა საიტზე და ნახავს თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ პროგრამაში მონაწილეობს და მისი ვალის ჩამოწერა უკვე განხორციელდა. მას არანაირი ქმედება, ჩაწერა, რეგისტრაცია ან სადმე მისვლა აღარ სჭირდება“, – განაცხადა ჩხეტიანმა.
მისივე თქმით, გუშინ ვალების განულების ხელშეკრულება ექვს კომერციულ ბანკთან გაფორმდა, დღეს კი სიას კიდევ რამდენიმე ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაემატა. გუშინ საიტზე განთავსდა ინფორმაცია დაახლოებით 409 ათას მოქალაქეზე.
„პროცესი გრძელდება. ეტაპობრივად ემატება ახალი სიები. ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს უახლოეს პერიოდში თავისი მონაცემების გადამოწმებას. თუ ვერ ნახავს თავის თავს სიაში, ესე იგი, ვერ მოხვდა პროგრამაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


