უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 დეკემბერი, 2018 15:25
font-size

მონაცემები კვლავ განახლდა! - vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა - 17 დეკემბერს, ერთიან ბაზას, დამატებით, 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ესენია:

შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: Wandoo.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Credium.ge)

შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: Netcredit.ge, Moneza.ge)

შპს "გრანატ ინვესთმენთ" (სესხის გამცემი: Vivus.ge)

შპს "პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: Vivus.ge, Amica.ge, Moneybus.ge, Wincredit.ge, Moneyman.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Crediton.ge, Lendo.ge, Mamy.ge, Ipuli.ge, Okcredit.ge, Credium.ge, Solva.ge)

შპს "ფინანსური ბიურო" (სესხის გამცემი: Moneza.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Vivus.ge)

შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: Vivus.ge)

შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: Ccloan.ge)

აღსანიშნავია, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.

ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 552 ათას 483 მსესხებლის, 1,154,414 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,682,200,002 ლარია.

ვებგვერდზე ატვირთულია 19 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:
ბანკები:

• საქართველოს ბანკი“

• სს „თიბისი ბანკი“

• სს „ლიბერთი ბანკი“

• სს „სილქ როუდ ბანკი“

• სს „ხალიკ ბანკი საქართველო“

• სს „იშბანკი საქართველო“

• სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

• სს "ბაზისბანკი"

• სს "ტერაბანკი"

• სს "კრედო ბანკი"

არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები:

• შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო" (სესხის გამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge)

• შპს "ემ.კოლექტორი" (სესხის გამცემი: sohocredit.ge)

• შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge)

• შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge)

• შპს "გრანატ ინვესთმენთ" (სესხის გამცემი: vivus.ge)

• შპს "პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge)

• შპს "ფინანსური ბიურო" (სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge)

• შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: vivus.ge)

• შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: ccloan.ge)

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

• მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;

• დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;

• უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

,,აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოწოდებულია საფინანსო ორგანიზაციების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს ვებგვერდზე წარმოდგენილ მონაცემებში, უნდა მიმართოს სესხის გამცემ ორგანიზაციას.

პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ იფნორმაციაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი