საზოგადოება
მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს - კახა კალაძე
საქართველოში დღეს, ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტაქსების რეგულაციებზე საუბრისას.
როგორც ცნობილია, მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება, რომლითაც მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ.
„ტაქსების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. რეფორმის პირველი სტადიიის შედეგად უკვე გვაქვს ინფორმაცია, დაახლოებით, რამდენი ტაქსი გადაადგილდება ქალაქში. ამ ეტაპზე, 20 ათასამდე ადამიანია ვინც ტაქსის საქმანობის ლიცენზია მიიღო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, აუცილებელი იქნება რომ ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება ჰქონდეს გავლილი და იყოს თეთრი ფერის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლები გარკვეული შეღავათებითაც შეძლებენ სარგებლობას.
კერძოდ, იმისთვის, რომ ავტომობილის გადაღებვაზე ხარჯი არ გასწიონ, ამ მომსახურებას სარეკლამო კომპანიები უზრუნველყოფს. გათავისუფლებულნი იქნებიან საშემოსავლოსგან, ასევე ავტომობილზე იქნება სპეციალური ადგილი გამოყოფილი, რომ პირებმა რეკლამა განათავსონ. ამ მხრივ ტაქსის მძღოლებს სარეკლამო კომპანიებთან მერია დაეხმარება, ხოლო რეკლამებიდან მიღებული თანხა მათი საკუთრება იქნება. საჩუქრად გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშანიც, ასევე ვაუჩერი ავტომობილის დასუფთავებისთვის. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით, გამოყოფილია მათთვის უფასო საპარკინგე ადგილები.
რაც შეეხება შეზღუდვებს, მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ავტომობილებით „ტაქსაობის“ აკრძალვა, რა თქმა უნდა, გარკვეული ოდენობით ტაქსის რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, რადგან სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში დღეს ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია,“-აღნიშნა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


