პოლიტიკა
მომავალი მთავარი პროკურორის პოსტზე კანდიდატურის დასახელება სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა წრეებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს - ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევა სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა წრეებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. მისი განმარტებით, ახალი კანდიდატი მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და პროფესიონალი უნდა იყოს.
„ვფიქრობ, საქართველოს მომავალი მთავარი პროკურორის არჩევა უნდა იყოს ერთ-ერთი პასუხი სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებზე. როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დაგვანახებს, როგორი პასუხი ექნება ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ დარჩეს შეგრძნება იმისა, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ცდილობს მისთვის სასურველი კანდიდატის დასახელებას. აუცილებელია პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური. სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა წრეებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ისეთი კანდიდატურის დასახელება, რაც მისაღებია ფართო საზოგადოებისთვის და აქვს მიუკერძოებლის, აპოლიტიკურისა და პროფესიონალი ადამიანის რეპუტაცია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ლომჯარიამ.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


