უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 დეკემბერი, 2018 15:25
font-size

მომავალი კვირის დასაწყისში ანუ ორშაბათს, გუნდის შესახებ პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს - ლაშა ჟვანია

კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან - მომავალი კვირის დასაწყისში ანუ ორშაბათს, გუნდის შესახებ პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ლაშა ჟვანიამ, რომელის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო უფროსად სახელდება.

მისი თქმით, მრჩეველთა ჯგუფში მოიაზრება რამდენიმე პირი, თუმცა პრეზიდენტს მათ დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან - მომავალი კვირის დასაწყისში ან ორშაბათს, პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს გუნდი შესახებ, ჯერ რამდენიმე თანამდებობაზე მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აქვე მისი პოზიციაა, რომ ყველას შეთავაზება ექნება, ერთად 6 თვე იმუშაონ. თუ გაამართლებს კონკრეტული ადამიანი, ალბათ ჩემი ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტთან მუშაობას გააგრძელებს”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე ჰქონდა.

„დღეს პრეზიდენტს ჰქონდა მოკლე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან. მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისთვის და საქართველოსთვის პატივის დადებისთვის. ასევე, ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახლა აქვს. თქვენ იცით, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, მათი შთამომავლები, რომლებიც ჯერ საქართველოში არ ყოფილან, საფრანგეთიდან სპეციალურად ინაუგურაციის დღისთვის ჩამოვიდნენ და მათთან აქვს შეხვედრა და სადილი. გუშინ სომხეთის პრეზიდენტთან და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან, პოლონეთის წარმომადგენლებთან და სხვა დელეგაციებთან წინანდალში იყო შეხვედრა”,- განაცხადა მან.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი