პოლიტიკა
მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი - ირაკლი კობახიძე
მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას.
მისი თქმით, მთავარია, ამ პოლიტიკურმა კომპრომისმა არ დაკარგოს თავისი აზრი, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებები.
როგორც კობახიძემ განმარტა, კონსტიტუციაში ცვლილების დღევანდელი დოკუმენტით გათვალისწინებულია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა მომავალ წელს.
“ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას პარლამენტის შიგნით და ამ თანამშრომლობის საფუძველზე იქნება საბოლოო დოკუმენტი მიღებული. მიგვაჩნია, რომ ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადავიდეთ საბოლოო ჯამში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე. ასეთია ჩვენი ხედვა სისტემასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარებას, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი. მთავარია, ამ პოლიტიკურმა კომპრომისმა არ დაკარგოს თავისი აზრი. აქ საუბარია საერთო პოლიტიკურ კომპრომისზე. ჩვენი ხედვა არის განსხვავებული პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ჩვენ მივდივართ კომპრომისის გამო ამ კონკრეტულ ნაბიჯზე, ანუ ვტოვებთ შვიდი წლით იმ სისტემას, რომელიც მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არის არასწორი.
ამას ვაკეთებთ საერთო პოლიტიკური კომპრომისის ჭრილში. თუ ეს დაკარგავს აზრს, ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებები”, - განაცხადა კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


