პოლიტიკა
მომავალ დღეებში კიდევ უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული საარჩევნო პროცესში, ყველა მინისტრს ამის უფლება აქვს - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ის აქტიურად იქნება ჩართული „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში.
მისივე თქმით, ის ელოდება ცესკო-ს გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით.
„ჩვენ ველოდებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას, მანამდე რაიმე ტიპის ვარაუდებზე კომენტარი, ალბათ, არასწორი იქნებოდა. საარჩევნო პროცესში ჩართული ვარ მეც და მომავალ დღეებში კიდევ უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული, მე მაქვს ამის უფლება. ყველა მინისტრს, მათ შორის ბატონ გახარიას აქვს სრული უფლება, რომ ის იყო საარჩევნო პროცესში ჩართული“,- განაცხადა წულუკიანმა.
შეკითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნება და უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ, წულუკიანმა უპასუხა, რომ „როდესაც დაინიშნება, მერე გიპასუხებთ“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


