პოლიტიკა
მოხდება საპროტესტო მარშების რუტინის ეტაპობრივი ცვლილება - გაფართოვდება და გამრავალფეროვნდება - „საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში“
საპროტესტო მარშის მონაწილეებმა „წინააღმდეგობის ახალი ფაზის“ დაწყების შესახებ სამოქმედო გეგმა წარადგინეს.
გეგმა „რუსთაველის“ მეტროსთან შეკრებილებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გოტა ჭანტურიამ გააცნო.
"ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება. ამ კრიტიკულ პროცესში უპასუხისმგებლო პოლიტიკის დრო ნამდვილად არ არის.
ჩვენთვის ნათელია, რომ წინააღმდეგობის ეს ფაზა საჭიროებს ერთის მხრივ, განვლილის შეფასებას და მეორეს მხრივ, სტრატეგიულ განახლებას.
გვინდა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროტესტთან მიმართებით სწორედ ეს შეფასება და განახლება შემოგვთავაზოთ:
ჩვენი პროტესტი 30 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ წინააღმდეგობის არცერთ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებისა და შემდგომი მარშის გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამ პრინციპულობით ჩამოვყალიბდით წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერად.
ერთი თვის განმავლობაში მოვიპოვეთ 20-მე მეტი ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. გავმართეთ 300-ზე მეტი მარში თბილისში და ათობით რეგიონებში.უწყვეტი რუტინის შემდეგ მივწვდით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს. რაც მთავარია, ყოველთვის ვიყავით რეჟიმის ტყვეებისა და მათი ოჯახის გვერდით.
ახლა, როცა ავტორიტარიზმი ყოველდღე ძლიერდება, ახლა, როგორც არასდროს აუცილებელია, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ გავაფართოოთ და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით ერთად დავუპირისპირდეთ.
ამისთვის ვგეგმავთ საჯარო და განსაკუთრებით კი პერიფერიების სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ ბაზრობებზე იმ ინფორმაციების მასობრივად გაჟღერებას, რომელსაც სამთავრობო მედია წლებია მალავს. ამავდროულად ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი პროტესტის გაძლიერებას და ინტერნეტ-სივრცეში პროპაგანდასთან აქტიურ ბრძოლას.
მარშების რუტინის ეტაპობრივ ცვლილებას, არა ყოველდღიური ტრაექტორიების გამეორებას, არამედ მსვლელობის გზის გაფართოებასა და გამრავალფეროვნებას. დათქმულ თარიღებში საინფორმაციო მსვლელობასა და მასშტაბურ ორგანიზებას.
ანალოგიური შეთავაზების გაკეთებას კრიტიკული მედიის მიმართ, რა მოთხოვნებიც გვქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
ვგრძნობთ აუცილებლობას, რომ საეთერო დრო მეტი სიხშირით უნდა დაეთმოს პროტესტის მონაწილე, თუ მის გარეთ მყოფ ხალხს გვინდა, მტკიცედ ვთქვათ, ვერავინ შეძლებს ამ ქვეყნის ხალხში გააქროს თანაგრძნობა.
ჩვენ ვაგრძელებთ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლას და ვიბრძოლებთ ბოლომდე, სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე.
თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის ბოლომდე", - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


