სამართალი
მოხდა ინციდენტი, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული - რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებულების ადვოკატი
რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებს. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჩინეთის მოქალაქეებს საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ.
როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატმა, ოლეგ გრძელიძემ განუცხადა, ჩინეთის მოქალაქეები ბრალს აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათსა და რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს შორის დაპირისპირება ენის ბარიერმა გამოიწვია.
დაცვის ხმარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.
„ისინი შეცდნენ და ინანიებენ. მოხდა ინციდენტი, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული. ისინი ლაპარაკობდნენ ჩინურად, ჩვენები ქართულად, ვერ გაიგეს, ისინი ეუბნებოდნენ, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ და მოხდა ინციდენტი. ისეთი სერიოზული რამ, რომ სპეციალურად ვინმეს გაეკეთებინა, ან ვინმეს მიმართ ინტერესი ჰქონოდა, ასეთი არაფერი ყოფილა,“ - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი2-ის ჟურნალისტს, ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენეს, როცა ,,კურიერის" გადამღები ჯგუფი სიუჟეტს სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


