პოლიტიკა
მოკავშირეები საქართველოს უწევენ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პრაქტიკულ მხარდაჭერას - იენს სტოლტენბერგი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
შეხვედრამდე სტოლტენბერგმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
იენს სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა, დაკავებული მეზღვაურები გაათავისუფლოს.
„მოკავშირეები საქართველოს უწევენ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვნახეთ როგორ გამოიყენა რუსეთმა სამხედრო ძალა უკრაინული გემების წინააღმდეგ. მათ დააკავეს გემებიც და მეზღვაურებიც. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი. გვაშფოთებს ახალი რუსული სარაკეტო სისტემა, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს საშუალო და ახლო რადიუსში მოხვედრილი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა სრულიად და ღიად შეასრულოს ეს ხელშეკრულება, რადგან მას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი იწყება, რომლის ფარგლებშიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დაესწრება.
ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსა და საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორის. საუბრის ძირითადი თემა იქნება რუსეთიდან მომდინარე აგრესია.
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის პარალელურად დავით ზალკალიანს ორმხრივი შეხვედრები აქვს და პირველი შეხვედრა იგეგმება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


