უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2025 17:07
font-size

მოიწვიე ფინედუ კლასში - ერთად შევუწყოთ ხელი ეკონომიკური განათლების ზრდას

31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა, რომელიც წელს უკვე 101-ედ აღინიშნება. ინიციატივას საქართველო 2012 წლიდან შეუერთდა და ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო აქტივობა ხორციელდება.

წელს, კამპანიის ფარგლებში პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“ იგეგმება, რომელიც მოსწავლეებში ეკონომიკური და ფინანსური განათლების ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ინიციატივის ფარგლებში, ფინედუს დესპანები სკოლებს 2-31 ოქტომბრის შუალედში ესტუმრებიან და ახალგაზრდებს ისეთ საბაზისო ეკონომიკურ პრინციპებს აუხსნიან, როგორიცაა დანაზოგის შეგროვება, ფინანსების სწორი განკარგვა და სხვა. გაკვეთილები V-XII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ.

  • - V-VII კლასელებისთვის ფინედუს დესპანები პრეზენტაციითა და თამაშის ელემენტებით ჩაატარებენ გაკვეთილებს;
  • - VIII-XII კლასელებს კი ფინედუს დესპანები პრეზენტაციასთან ერთად, სპეციალური სამაგიდო თამაშით -„ფინანსური ასოციაციობანა“ ესტუმრებიან და ბავშვებს ფინანსურ ტერმინებზე დააფიქრებენ. სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა" შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია "თამაშობანას" მიერ.

ინიციატივის ფარგლებში დესპანები საქართველოს ბანკის თანამშრომლებიც იქნებიან.

ამასთან, „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ინიციატივა ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება.

ინფორმაციისთვის, დაზოგვის მსოფლიო დღის ისტორია 1924 წელს იწყება. სწორედ ამ დღეს, იტალიის ქალაქ მილანში ჩაეყარა საფუძველი იმ თარიღს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უერთდება და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. დაზოგვის მსოფლიო დღის მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვის წახალისება. საქართველოში ამ ინიციატივის ძირითად სამიზნე ჯგუფი ბავშვები და ახალგაზრდები არიან. დაზოგვის დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი