პოლიტიკა
მოგვიწევს გაცილებით მეტის გადახდა ელექტროენერგიაში, რას აპირებს თქვენი ხელისუფლება, სუბსიდირებას- გიორგი ტუღუში
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც 2017 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
ამასთან, ოპოზიცია კვლავ მოითხოვს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდი მივიდეს და მოსახლეობას დაგროვილ კითხვებზე გასცეს პასუხი.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, ქვეყანაში რეალურად ყველაფერი ძვირდება, თითოელი საგანი ძვირდება რომელსაც ადამიანი მოიხმარს.
„ასევე მოგვიწევს გაცილებით მეტის გადახდა ელექტროენერგიაში, გაზში და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, დღეს რა პრობლემები აქვთ ადამიანებს არსებული ტარიფებითაც. მე რიტორიკული კითხვაც მინდა დავსვა, რას აპირებს თქვენი ხელისუფლება, სუბსიდირებას? მე მგონი ამის სახსრები დღეს ბიუჯეტში არ არის და ეს არის კიდევ უფრო დამღუპველი გზა, რომ მთლიანად ენერგოსექტორი მოკვდეს“,-აღნიშნა ტუღუშმა საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს მოუწოდა ნუ შეუწყობენ ხელს არასაგნოპბრივი ლოგიკით შექმნილ ვითარებას გაღრმავებაში.
მისი თქმით, ეს არის დამღუპველი.
„ათასჯერ ვილაპარაკებთ ამ თემაზე, მთავარ გამოწვევებზე, მაგრამ როდესაც კატასტროფებზე ვლაპარაკობთ და აპოკალიფსზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კიდევ უფრო აღრმავებს ნეგატიურ მოლოდინს, რაც არის აბსოლუტურად არაპასუხისმგებლიანი და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ საკუთარ თავზე“,-აღნიშნა მდინარაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


