სამართალი
მოგიწევთ, გადაადგილოთ ჩემი გვამი - დავით ხარშილაძემ შიმშილობა გამოაცხადა
,,ქრონიკა პლუსის’’ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილმა, დავით ხარშილაძემ, პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
,,გამოწვევა მიღებულია. მოგიწევთ, გადაადგილოთ ჩემი გვამი’’, - განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახედ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ის სამართალდამცველებმა 2 დღის წინ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ხარშილაძე ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს მისი საქმის დაჩქარებული წესით განხილვას, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სთხოვს.
დღევანდელ პროცესზე დავით ხარშილაძემ განაცხადა, რომ მისი დაკავების დროს არაპროპორციული ძალის გამოყენება მოხდა. მისი თქმით, დაკავების შემდეგ მას ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს, შეუზღუდეს მხედველობა და დავით ხარშილაძე ვარაუდობს, რომ სამართალდამცველებმა მას ნარკოტიკული საშუალება სწორედ ამ დროს ჩაუდეს.
„გაურკვეველი რაღაც ნივთიერებები აღმოჩნდა ჩემს ჯიბეში, ეს მოხდა 3-4 წუთიან ინტერვალში, რა დროსაც მიწაზე ვიყავი სახით დაწოლილი,“ - განაცხადა დავით ხარშილაძემ.
საქმეზე განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 აპრილისთვის დაინიშნა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


