საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალე“ პარლამენტთან აქციას მართავს - დაკავებულია ლაშა ჩხარტიშვილი
მოძრაობა „შეცვალე“ პარლამენტთან აქციას მართავს. როგორც ისინი აცხადებენ, აპროტესტებენ დეკემბერს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებას და სოლიდარობას უცხადებენ როგორც მას, აგრეთვე გარემოვაჭრეებს, რომლებიც თბილისის მერიამ რესპუბლიკის მოედნის მაგივრად სავაჭროდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა.
პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის და სხვა კარვები თბილისის მერიამ 30-31 დეკემბრის ღამეს აიღო და მათ ადგილას ატრაქციონები დადგა.
პროტესტის დროს ადგილი ჰქონდა ინციდენტს – ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა ატრაქციონზე მაკო გომურის ფოტო დაედო, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, თუმცა უსაფრთხოების თანამშრომლებმა მას ამის საშუალება არ მისცეს და ფოტო წაართვეს.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ჩხარტიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან. [ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა].
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


