პოლიტიკა
მოძრაობა `300 ქალი` 19 ივლისს დაგეგმილ აქციას უერთდება
საპროტესტო მოძრაობა "300 ქალი" 19 ივლისს დაგეგმილ აქციას უერთდება.
მათი განცხადებით, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს არ აღიარებენ და ითხოვენ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
"ჩვენ, მოძრაობა „300 ქალი“, მხარს ვუჭერთ ოპოზიციური პარტიების ერთობას, არ ვაღიარებთ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და ვუერთდებით 19 ივლისს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
ეს განცხადება სიმბოლურად კეთდება 300 არაგველის მონუმენტთან — იმ გმირების მემორიალთან, ვინც სიცოცხლე ღირსებას და თავისუფლებას შესწირა. საუკუნეების განმავლობაში, როცა საქართველოს ისტორია იწერებოდა ბრძოლით, ამ ბრძოლებში უტეხად და ღირსეულად იდგნენ ქალებიც.
დღესაც, ჩვენ ქალები, ვდგავართ ამ ადგილთან და ვაცხადებთ: არც ახლა დავიხევთ უკან!
ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისთვის გაგრძელდება გამარჯვებამდე!
დღეს ერთობას თავისუფლების და სიცოცხლის ფასი აქვს, ამიტომ ჩვენ მივმართავთ ყველას, დავდგეთ ერთად — უწყვეტ პროტესტში მყოფი სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები!
ახლა საჭიროა ხმამაღლა და გაბედულად მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც უპირობოდ აირჩიეს სამშობლოს დემოკრატიული - ევროპული მომავალი.
კვლავ მოგიწოდებთ ყველას გავერთიანდეთ საქართველოს თავისუფლებისთვის, სინდისის პატიმრებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის.
და, რაც მთავარია, ამით მივცეთ ძალა პოლიტიკურ ერთობას. ეს იქნება ზურგის ქარი, რომელიც მათ და ჩვენ ახლა ასე გვჭირდება.
და კიდევ ერთხელ, უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ნებდებიან, ჩვენი გატეხვა შეუძლებელია, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას!
შევხვდებით 19-ში 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან!
გამარჯვება ჩვენია!" - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


