სამართალი
მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად - მზია ამაღლობელი
მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად, - ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორმა, მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა.
„მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად.
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ჩადენა. იმიტომ, რომ ბუნებით კრიმინალი არ ვარ და ყველაფერი ის, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული, მძაგს, ატანა არ მაქვს. ახალი დანაშაული თუ უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?!
ერთადერთი ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ, დანაშაულს არ ჩავიდენ იმიტომ, რომ არ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამაკავონ. ევროინტეგრაციისთვის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.
დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა - არგუმენტად მან გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მიერ "ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" დაასახელა.
მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი 8 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია დაიკითხა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


