პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცეს საშუალება ყველა საგამოძიებო მოქმედება განახორციელოს დამოუკიდებლად - `დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის`
კოალიცია "დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის" პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით რეკომენდაციების ალტერნატიულ ვერსიებს სთავაზობს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს არცერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას, რომელიც კოალიციამ საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა.
მათი შეფასებით, სახელმწიფომ არ გაითვალისწინა სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილების ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭების აუცილებლობა.
"აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის იურისდიქცია გავრცელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე; ინტერესთა კონფლიქტის რისკების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ინსპექტორს ჰქონდეს უპირატესი იურისდიქცია; მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების ეტაპები და ინსპექტორის სამსახურს მიეცეს საშუალება ყველა საგამოძიებო მოქმედება განახორციელოს დამოუკიდებლად; საქართველოს პარლამენტი უნდა დაფიქრდეს პერსონალური მონაცემების მონიტორინგისა და საგამოძიებო მექანიზმის ერთ უწყებაში გაერთიანების მიზანშეწონილობაზე", - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


