უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ოქტომბერი, 2025 20:19
font-size

„მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორები გაემიჯნონ და დაგმონ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორები გაემიჯნონ და დაგმონ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის, შედეგების, ასევე 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია, ასევე 73 მედიასაშუალების დაახლოებით 1 000 წარმომადგენელი აკვირდებოდა. საერთო შეფასებამ კი დაადასტურა, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან, გამჭვირვალე პირობებში, საარჩევნო პროცესი ადმინისტრირებული იყო პროფესიონალურად და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავისუფლად ესარგებლათ დემოკრატიული უფლებებით. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, სამართალდამცველებმა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიმართეს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით. გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრაზე 4 ოქტომბრის მოვლენების ადეკვატური შეფასების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორები გაემიჯნონ და დაგმონ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები, რომლის შედეგადაც დაშავდა არაერთი სამართალდამცველი და ჟურნალისტი, დაზიანდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატებს დაუდასტურა სამინისტროს ღიაობა და მზაობა, განაგრძოს თანამშრომლობა პარტნიორებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი