პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ევროპაში გაემგზავრა, დაბრუნდეს სამშობლოში - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში არსებული მდგომარეობა შეაფასა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლით.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მოქალაქეები საზღვრიდან მოაბრუნეს, თუმცა ეს საჭირო დოკუმენტაციის არქონით იყო გამოწვეული.
"უარი საქართველოს მოქალაქეების ძალიან მცირე რაოდენობას ეთქვა. ეს უარი ძირითადად ეფუძნებოდა არასრულ დოკუმენტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ევროპაში გაემგზავრა, დაბრუნდეს სამშობლოში და საქართველომ გააგრძელოს ამ მნიშვნელოვანი შედეგის წარმატებით სარგებლობა,"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


