პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, მეორე ტურის წინ ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ახალი მასშტაბური ინიციატივებისა და პროექტების დაანონსებისგან - ISFED
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეკომენდაცია წარმოადგინა.
„ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ უნდა გაემიჯნონ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებსა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას; ასევე, მოუწოდონ თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებსა და საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ამომრჩეველზე ზეწოლის ყველა მცდელობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ახალი მასშტაბური ინიციატივებისა და პროექტების დაანონსებისგან, დაიცვას ეუთო-ს კოპენჰაგენის დოკუმენტის მოთხოვნები და მკაფიოდ გამიჯნოს სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის საარჩევნო აქტივობები.
სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტებზე, ასევე დაუყოვნებლივ, ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ ფიზიკური დაპირისპირებებისა და სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებული მუქარის შემთხვევები.
პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო კამპანიაში მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, არ უნდა დაუშვან სიძულვილის ენის გამოყენება და აგრესიული რიტორიკა; ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი მხარდამჭერების მიერ კამპანიური აქტივობებისთვის ხელის შეშლისგან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა აღკვეთონ საჯარო მოხელეებზე ზეწოლისა და იძულების პრაქტიკა, დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, აღკვეთონ საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლო ფაქტები, არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა სამუშაო საათებში, და მიაწოდონ ინფორმაცია მათთან დასაქმებულ საჯარო პირებს საარჩევნო პროცესში მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ“, - წერია ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში, რომელიც 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


