პოლიტიკა
მმართველი გუნდი არ უჭერს მხარს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზებას - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველი გუნდი არ უჭერს მხარს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ლეგალიზებას.
„საქართველოში ის გუნდი, რომლიც მართავს ქვეყანას, არ უჭერს მხარს იმას, რომ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება, ანუ დაკანონება მოხდეს.
როგორი მძიმე რეაქციაც არ უნდა იყოს იმაზე, არა, ბატონებო – კოკაინი, ჰეროინი და სხვა, ძალიან დიდია სია, ეს სია იზრდება ყოველდღე, ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები, ვერ იქნება კანონიერი მოხმარება“, – თქვა მინისტრმა.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ გაითვალისწინებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისინი მივიღოთ მხედველობაში, სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნება. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის მოხმარებაზე არ იყოს ციხე. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მიდგომა 2013 წლიდან. უბრალოდ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ისე მსჯელობას, როგორც აკეთებდა რამდენიმე ადამიანი, შევალთ ისევ ჩიხში. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომხმარებელს სჭირდება ზრუნვა და ვინც არ არის მომხმარებელი, სჭირდება დაცვა. იმ სამუშაო ჯგუფში თუ ვიქნებით წარმოდგენილი, ამ პოზიციას აუცილებლად დავიცავ“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


