უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივნისი, 2017 18:40
font-size

მმართველ გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ამით ჩვენ ბუნებრივია, ვამაყობთ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ხოლო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2024 წელს გადავა.

ირმა ნადირაშვილის კითხვაზე, რატომ არ დაუჭირა მხარი მმართველმა გუნდმა კობახიძის პოზიციას, რომ პროპორციული სისტემა 2020 წლისთვის ამოქმედებულიყო, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რითაც ამაყობენ.

„რაც შეეხება პროპორციული არჩევნების ვადას, უმრავლესობა შეჯერდა გარკვეულ გადაწყვეტაზე. იყო დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით. აქ ისე იყო დასმული საკითხი, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე რასაც იტყვის, ერთხმად 115-ივე დეპუტატი აუცილებლად იმას უნდა მიჰყვეს. რა თქმა უნდა, უმრავლესობაში, მმართველ გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ამით ჩვენ ბუნებრივია, ვამაყობთ. შეუძლებელია, რომ 116-ივე ადამიანს ერთი და იგივე აზრი ჰქონდეს, განსაკუთრებით პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. არის გაჟღერებული პოზიცია, რომლის თანახმადაც მომავალი არჩევნები ტარდება შერეული სისტემით. საუბარია 3%-იანი ბარიერის დადგენაზე, ბლოკების გაუქმების პირობებში. ეს არის ის მოცემულობა, რომელზეც უმრავლესობა შეჯერდა და შემდეგ 2024 წლიდან საუბარია პროპროციულ სისტემაზე გადასვლაზე“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი