უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 ოქტომბერი, 2018 12:05
font-size

მკვლელობის მოწმე ჯარისკაცი პოლიციის განყოფილებიდან ტვინის შერყევით ჰოსპიტალში გადაიყვანეს - რუსთავი 2

საქართველოს შეირაღებული ძალების ოფიცერ ზურა მორჩილაძეს სამართალდამცველებმა სცემეს. ჯარისკაცი დიუმას ქუჩაზე ორი კვირის წინ მოკლული ვიტალი საფაროვის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველია.

ინფორმაციას ,,რუსთავი 2"- ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მოწმის სტატუსით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმავე დღეს დაიბარეს.

გამოკითხვაზე მისული ჯარისკაცი პოლიციის უფროსის მოადგილის ოთახში აიყვანეს, სასტიკად სცემეს და მკვლელობის საკუთარ თავზე აღება მოსთხოვეს.

მოგვიანებით, კი პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ძალადობაზე საუბარი ჯარისკაცს გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერის საფუძველზე აუკრძალეს.

"კურიერის" ინფორმაციით, შეირაღებული ძალების ოფიცერზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა 14 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციის განყოფილებიდან გამოსული ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი იმდენად დამძიმდა, რომ მისი გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გახდა აუცილებელი. ტვინის შერყევის გარდა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს დაზიანებები სხეულზეც აღენიშნებოდა.

დეტალური ინფორმაცია პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ძალადობის შესახებ ჯარისკაცმა მოკლული ვიტალი საფაროვის ინტერესების დამცველებსაც მიაწოდა. უფლებადამცველები მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ზურა მორჩილაძის ცემის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება პროკურატურასა და სამხედრო პოლიციას არ მოუხდენია.

შეირაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, არჩილ ომიაძე ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ფაქტის შესახებ არაფერი იცის.

ჯარისკაცზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია აქვთ მოკლული ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრებსაც. გარდაცვლილის დედა სამართალდამცველებს კონკრეტული პირების მფარველობაში ადანაშაულებს და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ 25 წლის ვიტალი საფაროვი ქსენოფობიურ ნიადაგზე ჯგუფურად მოკლეს და მკვლელობაში არასრულწლოვანიც მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯარისკაცზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი