სამართალი
მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე - ბრალდებულის შვილები ამბობენ,რომ ბაქრაძე და მოკლულის დედა 10 დღის წინ დაქორწინდნენ
25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შვილები აცხადებენ, რომ ბაქრაძის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს თავად მოკლულის დედამ მიმართა.
ბრალდებულის ოჯახის წევრებმა „რუსთავი 2“-თან დაადასტურეს, რომ 2015 წელს მან იძალადა მეუღლეზე, თუმცა ნათია გოგაძეს კომუნიკაცია ყოფილ ქმართან ციხეში ყოფნის პერიოდშიც და იქიდან გამოსვლის შემდეგაც ჰქონდა.
„გახარებულმა მითხრა, რომ ნათიამ დამიწერა შეწყალების თხოვნაო, იქაც მაკითხავდა და ფულსაც მირიცხავდაო, მაგრამ თაკომ არ მინდა რომ გაიგოსო. ბოლოს რომ დაწერა იმ ადამიანმა ვის გამოც იჯდა მერე გამოუშვეს,“-ამბობს ლიკა ბაქრაძე.
ბრალდებულის შვილები ამბობენ, რომ 10 დღის წინ ნათია გობაძე და ვეფხია ბაქრაძე ოფიციალურად დაქორწინდნენ და ისინი ერთად ცხოვრებას გეგმავდნენ. მათივე თქმით,ინფორმაცია არ აქვთ იმის შესახებ თუ რა მოხდა მკვლელობის დღეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


