უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2018 16:20
font-size

„მკვლელები არ დასჯილან“ - ხორავას ქუჩის ტრაგედიის წლისთავზე ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა გამართა პარლამენტიდან ხორავას ქუჩის მიმართულებით. მსვლელობის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერებით „მკვლელები არ დასჯილან“, „ორი ბავშვი მოკლეს!“.

მსვლელობის მონაწილეები 51-ე საჯარო სკოლასთან შეჩერდნენ. მათ სკოლის შენობასთან ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ფოტოები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

ზაზა სარალიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირები დასაჯოს.

„პროკურატურამ და გამოძიებამ რაც არ უნდა იძახოს, რომ მომაკვდინებელი ჭრილობის ავტორი არ არის, მომაკვდინებელი ჭრილობა იყო 12-ვე ჩემთვის, ის 12 ჭრილობა, რომელიც მიაყენეს ჩემს შვილს, ყველა არის მკვლელი. ერთია მხოლოდ დაჭერილი, ორი დადის თავისუფლებაზე. სანამ ის ორი კიდევ ვინმეს იმსხვერპლებს, მანამ სჯობს, ხელისუფლება გონს მიეგოს და მისცეს პასუხისგებაში ყველა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მსვლელობა სოციალური ქსელით დაიგეგმა. ზაზა სარალიძესთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღო პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს სკოლის მოსწავლეები, ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე, ქუჩური გარჩევის დროს მოკლეს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი