პოლიტიკა
მხოლოდ ქართველებისა და უკრაინელების გადასაწყვეტია, გაწევრიანდებიან თუ არა ნატოში - იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინას უარს ეტყვის გაწევრიანებაზე რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ხარჯზე, მოხდება გავლენის სფეროების გადანაწილება.
„თუ ნატო დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის გასამარტივებლად მზადაა, დაკეტოს თავისი კარი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც უკრაინა და საქართველოა, მივიღებთ მიუღებელს: გავლენის სფეროების აღდგენას, როდესაც დიდი სახელმწიფოები პატარა ქვეყნების ბედს წყვეტენ“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა შვეიცარიულ გამოცემა Le Temps-თან ინტერვიუში.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დიდი სახელმწიფოების გადასაწყვეტი არაა, რომელ ალიანსებში გაწევრიანდებიან სხვა ქვეყნები.
„თითოეული სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა სამხედრო ალიანსის წევრობა. ჩვენთვის მიუღებელია, დიდმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტონ, მისცენ უფლება ან/და აიძულონ ალიანსში გაწევრიანება. ორივე მიდგომა არის მიუღებელი. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩემია - ნორვეგიისთვის, ან შვეიცარიისთვის. როგორც კი დავიწყებთ საუბარს გავლენის სფეროების აღდგენის შესაძლებლობაზეც კი, ძალიან სრიალა და სახიფათო ფერდობზე აღმოვჩნდებით. მხოლოდ უკრაინელებსა და ქართველებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, გაწევრიანდნენ თუ არა ნატოში ალიანსის წევრ 28 ქვეყნის თანხმობით. სხვას არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ გადაწყვეტილებაში“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


