პოლიტიკა
მხოლოდ პროკურორის გადადგომა არაა საკმარისი, უნდა დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხიც - თინათინ ბოკუჩავა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტია იზიარებს „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით, მაგრამ აგრეთვე უნდა დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხიც.
„გენერალური პროკურორის გადაყენება ნამდვილად არაა საკმარისი. ხელისუფლება თავად ეძებს განტევების ვაცს იმისათვის , რომ ხელი შეახოცოს იმ ყველაფრისთვის, რაც დატრიალდა ე.წ. „ციანიდის საქმის“ ირგვლივ. მაგრამ ჩვენ შევუერთდებით ამ მოთხოვნას, მაგრამ აქ უნდა დადგეს მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მოითხოვა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, შოთაძის „გაუაზრებელმა განცხადებამ ქვეყანა შეიყვანა გაუგებრობაში“.
ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ პარტია შოთაძის გადადგომაზე მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება, იგეგმება ხელმოწერების შეგროვებაც.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


