სამართალი
მხოლოდ ხელი დავინახე, როდესაც დანას აძრობდა, დარტყმის მომენტი არ დამინახავს - დიანა ბოლოთაშვილი
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოწმე დიანა ბოლოთაშვილის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც დაკითხვის შემდეგ ბოლოთაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიას მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა.
„კომისიას მივაწოდე ინფორმაცია, რომელიც გამოძიებისთვის მაქვს მიცემული. მე უშუალოდ დავინახე ლევან დადუნაშვილის დაჭრის მომენტი და ზოგადად ჩხუბის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია. არ შემიძლია, გავიხსენო, ვინ დაჭრა სახეზე ის. არ მახსოვს, მხოლოდ ხელი დავინახე, როდესაც დანას აძრობდა, დარტყმის მომენტი არ დამინახავს. ერთი პირი იდგა მასთან და ეს ხდებოდა არკაში. ფარდულისკენ ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა. ეს იყო, ფაქტობრივად, კულმინაცია ამ ჯგუფის და შემდეგ უკვე ყველა გაიქცა“, – განაცხადა დიანა ბოლოთაშვილმა.
ამ დროისათვის კი კომისია ბოლოთაშვილის მეუღლეს, ნიკოლოზ ვაჩეიშვილს კითხავს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


