პოლიტიკა
მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს - მარტა კოსი
მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა უფრო და უფრო შორდება ევროკავშირის პერსპექტივას.
.ასე, რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია ვუთხრა მთავრობას, შეწყვიტეთ ეს სისულელე, შეწყვიტეთ ევროპული მომავლის საწინააღმდეგო მუშაობა. მაგრამ შემდგომში, ჩვენ მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ჩვენ ზოგიერთ მათგანს ამ კვირაში შევხვდით ჩემს ოფისში. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მედიას, როგორც შეგვიძლია. გთხოვთ, გამაგრდით,"- თქვა კოსმა „ევროსკოპის“ შეკითხვის კითხვის საპასუხოდ.
თამარ ნუცუბიძემ ევროკომისარს „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დაუსვა შეკითხვა.
"ქართული ოცნება "გრანტების შესახებ" კანონს ამკაცრებს.
„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება — ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
მეტიც, პირს, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა, 8 წლით პოლიტკურ პარტიის წევრობა ეკრძალება.
იკრძალება ნებისმიერი უცხოურ ორგანიზაციის დაკვეთით კვლევის მომზადებაც კი თუ წინასწარ ამის შესახებ ნებართვა არ გაქვს აღებული ქართული ოცნების მთავრობისგან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


