სამართალი
მხარს დავუჭერთ, ადვოკატთა კორპუსიდან წარმოდგენილ მთავარი პროკურორობის ყველა კანდიდატს - დავით ასათიანი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი გამოეხმაუარა საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესს.
როგორც ასათიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადვოკატთა ასოციაციამ თავი შეიკავა ოფიციალურად კანდიდატის ნომინირებისგან, რადგან მთავარი პროკურორობის მსურველთა შორის რამდენიმე ადვოკატია.
,,ყველას კარგად მოეხსენება, რომ ადვოკატურა წარმოადგენს პროცესუალური ოპონენტს პროკურატურის და ჩვენ არ ვართ არც არასამთავრობო ან რაიმე სახის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. აქედან გამომდინარეობს სწორედ ჩვენი ნაკლებაქტიურობა მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხში.
თუმცა, ადვოკატთა ასოციაციას ჰყავს წარმომადგენელი საპროკურორო საბჭოში. ამასთან, ნომინირებულ ადვოკატთა შორის არის რამდენიმე ადვოკატი. შესაბამისად, ვერცერთს ჩვენ უპირატესობას ვერ მივანიჭებდით, რადგან ყველა მათგანი ჩვენი წევრია და პატივს ვცემთ, გაგვაჩნია კოლეგიალური დამოკიდებულება. ამ მიზეზების გამო, ჩვენ თავი შევიკავეთ ოფიციალურად ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან კანდიდატის ნომინირებისგან, თუმცა აქვე აღვნიშნვათ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ, ადვოკატთა კორპუსიდან წარმოდგენილ ყველა კანდიდატს.
იმ შემთხვევაში, თუ შეირჩევა 3 კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის იურისტი ამ თანამდებობაზე, ადვოკატთა ასოციაციის ფარგლებში მათ აუცილებლად შევხვდებით, რათა მოხდეს მათთან დისკუსია, გავიგოთ თუ რა მიზნები აქვთ, რა იდეები აქვთ, რა სამოქმედო გეგმა აქვთ, როცა ისინი გამოთქვამენ სურვილს, გახდნენ მთავარი პროკურორი“, - განაცხადა დავით ასათიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


