პოლიტიკა
მიზეზები არ დაილევა, ვიღაცა მივლინებაშია, ვიღაცა საქეიფოდ არის, ვიღაცა უქეიფოდ - ნუკრი ქანთარია უმრავლესობის სხდომის გადადებაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, უმრავლესობის სხდომის გამართვის თარიღის გადაწევა გუნდში არსებულ სიტუაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.
„რაც უფრო გადაიდება, მით უფრო გართულდება, იმიტომ რომ პრობლემა არ უნდა დააძინო, პრობლემას უნდა უმკურნალო და უნდა გადაჭრა“, -თქვა დეპუტატმა.
შეხვედრის გადადების კონკრეტულ მიზეზებზე ქანთარიას ინფრომაცია არ აქვს.
„მიზეზები არ დაილევა, ვიღაცა მივლინებაშია, ვიღაცა საქეიფოდ არის, ვიღაცა უქეიფოდ, როგორც ცნობილ ფილმშია, ვიღაც ავადაა, შეუძლოდაა. ასე ახლა ჩვენ სად წავალთ. ამიტომ ერთი დღე უნდა დაინიშნოს და იმ დღეს ყველამ მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოახდინოს“, -თქვა ქანთარიამ.
უმრავლესობის სხდომა 19 აპრილს ქუთაისში უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


